ქართველი ექიმი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ოჯახი, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვას და აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ვაჟა გაფრინდაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა ცხინვალი იზოლატორში სასჯელს უკვე იხდის.
იმ შემთხვევაში, თუ მისი გათავისუფლება ვერ მოხერხდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა კიდევ ორი თვით მოუწევს. ოკუპანტებმა ის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
რატომ დააკავეს ცნობილი ტრავმატოლოგი, მისმა მეუღლემ არ იცის. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან, რომ ექიმი ერთ-ერთი პაციენტის დასახმარებლად წავიდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა. ხელისუფლებაში კი ამ დრომდე მხოლოდ ზოგადად აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა ფორმალური თუ არაფორმალური კავშირების გამოყენება ექიმის საოკუპაციო რეჟიმისგან დასახსნელად.
ოპოზიცია კი ქართულ მხარეს არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებს და საკითხის მნიშვნელობის უფრო კარგად გააზრებისკენ მოუწოდებს.
ექიმი-ტრავმატოლოგის უკანონო დაკავებას დღეს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორიც გამოეხმაურა და საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ცნობილ ქართველ ექიმს ცხინვალის იზოლატორში, იქ, სადაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საკმაოდ ხშირია, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ემუქრება.
ექიმი, რომელიც პაციენტის მოსანახულებლად და მის გადასარჩენად მიდიოდა, ახლა ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება და ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის დაუბრუნდება ოჯახს.