პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მოსახლეობას ოპოზიციის დღის წესრიგი "საერთოდ არ აინტერესებს" და მმართველი გუნდი "მოლაპარაკებებისთვის მზადაა".
"ჩვენ ოპონენტებში არის სპეციფიკური ჯგუფი, რომელიც მომართულია, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. მოსახლეობა სულ სხვა გამოწვევებსა და პრობლემებს უყურებს და საერთოდ არ აინტერესებს, ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგი, რომელიც შეეხება პარლამენტში შესვლა არ შესვლას თუ რიგგარეშე არჩევნებს. მოსახლეობას აინტერესებს პანდემია და ჯანმრთელობის საკითხები, ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ. ესაა რეალური პრობლემები. სწორედ ეს იყო პრემიერის განცხადების პათოსი და დროა ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგს. რაც შეეხება მოლაპარაკებებსა და დიალოგს ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დიდი ნაწილი ჩვენი დღის წესრიგისა", - ამბობს პაპუაშვილი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძეს ჩაანაცვლებს, პაპუაშვილმა თქვა, რომ გუნდში ამაზე "არათუ მსჯელობა მიდის, არამედ ტყუილია".