"ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. დეპუტატ გიორგი ამილახვარის თქმით, ეს შეიძლება იყოს "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელი".
"დარჩენილია ფანჯარა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, რომელთანაც ერთი-ერთზე გაგრძელდება მოლაპარაკების პროცესი და ჩვენ გვჯერა და გვაქვს ოპტიმიზმი, რომ მოხდება შეჯერება რიგ საკითხებზე და ისინი იქნებიან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილნი. ეს არის ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც საჯაროდ აცხადებს მზაობას ამის თაობაზე, დიახ, ეს შესაძლებელია იყოს "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელიც", - თქვა გიორგი ამილახვარმა.
მისი განცხადებით, მზაობა მოლაპარაკებაზე არის და დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება.