ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ქვეყანაში თუ ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება მთავრობას აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოუწევს ფიქრი.
"2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს.
როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, რა თქმა უნდა, აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოგვიწევს ფიქრი. ცნობისთვის, დღევანდელლი მონაცემებით, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი - 1,94%-ია", - თქვა თამარ გაბუნიამ.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: