გადაწყვეტილი მქონდა, კოლეგებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ - აშშ-ში წასული მოსამართლე

გამოქვეყნდა:

უვადოდ არჩეული მოსამართლე, მაია სვიანაძე რომელიც შვებულებაში შეერთებულ შტატებში წავიდა და იქ დარჩა, "მთავარ არხს" არ პასუხობს, თუმცა "პალიტრანიუსთან" განმარტავს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება შვებულებაში გასვლამდე მიიღო, მისმა კოლეგებმა კი ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ.

მაია სვიანაძის თქმით, მანამ სანამ ის შვებულებაში წავიდოდა, მან თავისი საქმეები სხვა კოლეგებს გადააბარა.

"შვებულებაში ვიყავი და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შემდგომ განცხადება დავწერე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ შვებულების მერე უფლებამოსილება შემეწყვიტა. რა თქმა უნდა, იცოდნენ, დაუკითხავად საქმეებს ხო არ დავყრიდი. რა თქმა უდნა, საქმეები გადავაბარე. შვებულებაში გავედი, მაგრამ ყველაფერი დავტოვე წესრიგში, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმინილიყო.

ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ ცხოვრობს, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. შვილთან წავედი საცხოვრებლად, უბრალოდ შვილთან წავედი საცხოვრებლად. აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი , ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად აქ წამოვსულიყავი",- ამბობს ის.

გუშინ, 6 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა.

თემასთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, იუსტიციის საბჭომ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მაია სვიანაძე, მოსამართლის თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე 20201 წლის 5 აპრილს გათავისუფლდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი