"თრიალეთის" საინფორმაციო უფროსის დავა - მოსამართლემ ბრალდებული, საჯარო მოხელე ძმების მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე მიტანილ შტურმში და ნიკა მელიას დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელისა და მისი საჯარო მოხელე ძმის სასამართლო პროცესი, გორის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მოსამართლემ ბრადებული ძმების მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა.

პროკურატურამ ბრალი მათ ყოფილ რძალზე სიცოცხილის ხელყოფის მუქარის გამო წარუდგინა. ზაზა და თამაზ ელანდიშვილები, "მთავართან" კომენტარს არ აკეთებენ. შეკითხვებს არ პასუხობს არც მათი ადვოკატი, თუმცა მან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძმები ბრალს არ აღიარებენ.

დაზარალებული, ძმები ელანდიშვილების ყოფილი რძალი, ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ლობჟანიძე, "მთავართან" ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება განზრახ ჭიანურდება. ის სასამართლოს გადაწვეტილებებსაც ძმები ელანდიშვილების სამსახურებს უკავშირებს.

მთავარის ინფორმაციით, ორივე ძმა აგრძელებს მუშაობას ზაზა ელადრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელია, ხოლო მისი ძმა თამაზი ქარელის სპორტის ააიპ-ის თანამშრომელი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი