ღარიბაშვილი კობახიძეს ცვლის? - ქაოსი "ოცნებაში" და პოლიტიკოსები მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

შიდაპარტიული ქაოსი "ოცნებაში" და კიდევ უფრო დამძიმებული პოლიტიკური კრიზისი. მმართველი პარტია დიდი ცვლილებების მოლოდინშია. გავლენიანი ლიდერები აშკარად თავს არიდებენ თემაზე საუბარს, რითიც ადასტურებენ ინფორმაციას პარტიაში საკადრო გადაადგილების შესახებ. ცნობილია, რომ პარტიის თვმჯდომარის პოსტზე პრეტენზიას პრემიერმინისტრი აცხადებს.

როგორც მთვრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის მეთაურობაც სურს, რაც პირდაპირი კონფლიქტია ირაკლი კობახიძესთან. რა ფორმით და როდის განხორციელდება ცვლილება უცნობია, მითუმეტეს, რომ მთავრობის მეთაურს კორონავირუსი დაუფიქსირდა.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ საკადრო ცვლილება მმართველ პარტიაში მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა კიდევ უფრო გართულდება.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი