"ოცნებასთან" კულუარულ და სეპარატულ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ - სერგო ჩიხლაძის პასუხი ამილახვარს

გამოქვეყნდა:

"არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, პრინციპულად, პირდაპირ ვამბობ კიდევ ერთხელ, "ქართულ ოცნებასთან" რაღაც კულუარულ, სეპარატულ, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, არც შემდეგში, არც ადრე..."

ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე "მთავარი არხის" ეთერში, "ოცნების" წევრის, გიორგი ამილახვარის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ შეიძლება იყოს "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელი" - "ოცნება" მოლაპარაკებებს იწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი