არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია 15 აპრილიდან ჩაკეტვაზე... დიდ ლოქდაუნზე საუბარი არაა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია.. რიცხვი საიდან გავრცელდა, თარიღი 15-დან. საერთოდ, დიდ ლოქდაუნზე საუბარი არაა, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია - ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა და უარესდება ქვეყანაში. ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ ის, რაც დღეს დადგენილია - რეკომენდაციები და შეზღუდვები. შეზღუდვების აღსრულება უნდა იყოს მაქსიმალური".

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ფორმულასთან საუბრისას. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია 15 აპრილიდან ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი