აქცია პერფორმანსი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან - სამოქალაქო აქტივისტებმა დეპუტატ, გია ვოლსკის ხელების ფიტული მიიტანეს, რომლითაც უხამსი ჟესტი იყო გამოსახული. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ამ შეურაცხმყოფელი ჟესტით, უსიტყვოდ მიმართა ოცნების ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს.
აქციის მონაწილეები ფიტულის შენობაში შეტანას შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მცირე ინციდენტი და დაპირისპირება მოხდა.
"ამ არაადამიანმა, უზრდელმა, მარტო აქციის მონაწილეებს კი არ აჩვენა, აჩვენა ქართულ საზოგადოებას, ეს ფაკით დადის და თქვენი დედა ვატირეო, გვეუბნება", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
აქტივისტების განცხადებით, "ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან.