3 მილიონი 3 თვეში -"ქართული ოცნების" შემოწირულობები

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევით, ბოლო 3 თვის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" შემოწირულობების სახით 3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. იმავე პერიოდში ოპოზიციის შემოწირულობის ოდენობა 350 000 ლარია.

"ქართული ოცნების" შემომწირველების შორის არიან მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და ბიზნესმენები, მაგალითად,  გოგი თოფაძე, ქართუ ბანკის მენეჯერები და ღარიბაშვილის სიმამრი.

"ქართული ოცნების" შემომწირველები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება ყველაზე კარგი პარტიაა" და შემოწირულობას მომავალშიც გააგრძელებენ.

მმართველ გუნდში კი მათ მიმართ ბიზნესის სიმპათიას ბიზნესის თავისუფლებით ხსნიან.

ამავე თემაზე:

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი