ენმ ტიკარაძის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ენმ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანუჩარ ახალაიამ ისაუბრა, მთავრობა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც რისთვის გადმოდის ენგურის ხიდზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა - ეს ადამიანები გადმოდიან მედიკამენტების მისაღებად, საავადმყოფოებში, გადმოდიან იმისთვის, რომ პროდუქტები შეიძინონ და დაბრუნდნენ უკან და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, პრემიერმინისტრისგან, რომ დღესვე, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან მინისტრი ტიკარაძე", - განაცხადა ახალაიამ.

შეგახსენებთ, ენგურის ხეობაში დღეს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია მეოთხე ცხედრის პოვნაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი