შიდსის ვაქცინის შექმნასთან კიდევ უფრო ახლოს ვართ - პირველი კლინიკური ცდები საიმედოა

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ, "საერთაშორისო შიდსის ვაქცინის ინიციატივამ" (IAVI) და Scripps Research-მა პირველი მნიშვნელოვანი კლინიკური ცდების შედეგები გამოაცხადეს. მკვლევარების მიერ განსხვავებული გზით შექმნილმა ვაქცინამ აივ-ინფექცია იშვიათი იმუნური უჯრედების წარმოქმნით უნდა დაბლოკოს. აივ-ინფექციასთან საბრძოლველად შესაბამისი ანტისხეულების წარმოსაქმნელად სწორედ ეს უჯრედებია საჭირო.

კლინიკური ცდა 48 მონაწილეს მოიცავდა და დაყოფილი იყო ორ ჯგუფად: დაბალი დოზისა და მაღალი დოზის ჯგუფები. ექსპერიმენტში მონაწილეებს ორი თვის ინტერვალით ან ვაქცინა ან პლაცებო გაუკეთეს. შედეგი კი საოცარი იყო: ვაქცინირებულების 97%-მა აივ ინფექციის საწინააღმდეგო იმუნური უჯრედები გამოიმუშავა.

მკვლევართა გუნდის ამოცანა იყო, რომ სხეულს ისეთი ფართოდ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები (bnABs) შეექმნა, რომლებიც შიდსის ვირუსის სპაიკებზე მიემაგრება. ეს კი არის ის იმუნური პასუხი, რომელსაც ვირუსის უამრავი შტამის განეიტრალება შეუძლია.

მკვლევართა გუნდს სჯერა, რომ ამ მიდგომის გამოყენებით, ვაქცინების დამზადების ახალ საწყის წერტილს შექმნიან, რომლებიც გრიპის, დენგეს ცხელების, ზიკას, ჰეპატიტი C-სა და მალარიის წინააღმდეგაც კი ეფექტური იქნება.

პირველი კლინიკური ფაზის შედეგი ფანტასტიკურია. ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერები პარტნიორობას ბიოტექნოლოგიურ კომპანია მოდერნასთან (COVID-19-ის ერთ-ერთი ვაქცინის შემქმნელი) აპირებენ. სწორედ ეს კომპანია შექმნის და გატესტავს მესენჯერულ რნმ-ზე მომუშავე ვაქცინას, რომელსაც ასეთი მძლავრი იმუნური პასუხის წარმოქმნა შეუძლია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი