უმძიმესი ადამიანური საფასურია, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს - საგარეო ენგურში დაღუპულებზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურში დაღუპულ გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე განცხადებას ავრცელებს და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. უწყება აცხადებს, რომ მოქალაქეები რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების და გადაადგილების შეზღუდვის გამო ცდილობდნენ უკანონო დაკავებისთვის თავი აერიდებინათ და ჩვენ ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ.

"აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების განცხადებით, ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში. მათივე თქმით, ფაქტი უკვე განიხილეს მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი