ევროკავშირში უკვე კითხვებს სვამენ, რატომ ვეხმარებით, თუ თავადაც არ სურთ დემოკრატიული რეფორმები - იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება და ამბობს, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორებში დემოკრატიული ცვლილებების განსახორციელებლად ბევრი რესურსი ჩადო, თუმცა ევროკავშირი "გაწბილებულია".

"ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობაში უზარმაზარი ფინანსური რესურსები ჩადო და ალბათ ჩვენი, ბალტიის ქვეყნების ბრალია, რომ ასე მოხდა, რადგან ყველას ეგონა, რომ დემოკრატიული ცვლილებები ისევე რბილად და სწრაფად მოხდებოდა, როგორც ჩვენთან. ჩვენ გაგვიმართლა, რომ არაჩვეულებრივი პოლიტიკური ლიდერები გყავდა იმ რთულ წლებში. სწორედ ამიტომ მგონია, რომ არსებობს დაღლა და გაწბილება და ეს პოლიტიკური კრიზისი უფრო მეტად უწყობს ხელს ამ განწყობებს. ევროკავშირში უკვე კითხვებს სვამენ, რატომ ვეხმარებით, რატომ ვაკეთებთ ამას, თუ თავადაც არ სურთ იმ ქვეყნებს დემოკრატიული რეფორმები",-თქვა მან.

ამავე თემაზე:

ასე ვერ გაგრძელდება - კუბილიუსი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე​
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი