უკრაინა ომის ზღვარზე - ზალკალიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინელ კოლეგას დაუკავშირდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დონბასში არსებული მწვავე ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზალკალიანი ტვიტერით ავრცელებს.

"გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენების გამო. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში რუსული ოკუპაციის ფონზე არსებული ვითარების შესახებ და გავამახვილეთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე" - წერს ზალკალიანი

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევენ, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო. 

ოფიციალურ თბილისს კი ამ საკითხზე ამ დრომდე, ოფიციალურად, უკრაინის მხარდამჭერი განცხადება არ გაუვრცელებია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი