"ჟურნალისტებს ჩემთან, როგორც ქუთაისის მერთან, კომუნიკაცია დიდხანს მოგიწევთ" - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა. შეკითხვაზე, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ამბობს, რომ მუშაობას განაგრძობს და მისი წასვლის შესახებ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.
გირჩევთ, ფეიკნიუსებსა და არაკომპეტენტურ ონფორმაციაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ვაგრძელებ მუშაობას. მინდა, თქვენთან ერთად გავაშუქო, რაც ქალაქში კეთდება. ამ თემაზე გუნდში განხილვაც არ ყოფილა. გეუბნებით, დიდხანს და ხშირად მოგვიწევს, თქვენ ჟურნალისტების, მე მერის რანგში თანამშრომლობა. არავის შევხვედრივარ, არც გივი ჭიჭინაძეს, - ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს, თუ არა ის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობისთვის კიდევ ერთხელ ბრძოლას, ამბობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.