ტრაგედია ენგურზე - ხელისუფლება 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ტრაგედია ენგურზე. გვალიების ოჯახის 3 წევრისა და მათი ახლობლის ცხედრები მაშველებმა წყლიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. გარდაცვლილები იძულებული გახდნენ მდინარეში შესულიყვნენ მას შემდეგ, რაც მათ რუსი სამხედროები და ადამიანზე დაგეშილი ძაღლები დაედევნენ. გვალიები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შვილიშვილი შეეძინათ ზუგდიდში ახალშობილისთვის საჩუქრების საყიდლად გადასვლას ცდილობდნენ. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ეს ტრაგედია ოკუპაციის სასტიკ რეჟიმს დაუკავშირა, რაც სიმართლეა, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა - რატომ გადმოდიოდნენ ზუგდიდში გვალიები შემოვლითი გზით და რატომ არ სცადეს ენგურის ხიდზე გადმოსვლა? პასუხი მარტივია - გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებით ზუგდიდში გადმოსვლისას იძულებული არიან 5-თ დღიანი კარანტინი გაიარონ. ამ კარანტინს და რუს სამხედროებს გაურბოდნენ გვალიები, რომლებიც საბოლოოდ ენგურმა იმსხვერპლა.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი