პროტესტის ახალი ეპიცენტრი დედაქალაქში. მთავარობის ადმინისტრაციის წინ, კიდევ ერთი კარვების ქალაქი იშლება. ამჯერად ბიზნესის წარმომადგენლები სწორდ მწვავე პროტესტის ფორმით შეეცდებიან გააგებინონ ხელისუფლებას რა ხდება ქვეყანაში და რომ მათი კომფორტული სავარძლებიდან რეალური საქართველო არ ჩანს.
ის ადამიანები, რომლებიც სწორედ "ქართული ოცნების" მძიმე და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების გამო უკვე გაკოტრებამდე მივიდნენ, ამბობენ, რომ უკიდურესი პროტესტი ერთადერთი გზაა, აიძულონ ხელისუფლებას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს.
ჯანდაცვის სპეციალისტები კი, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ხელისუფლებას ურჩევენ, ლოკდაუნის ნაცვლად, ვაქცინააციის საინფორმაციო კამპანია გააქტიუროს და რეალური ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ კიდევ ერთ ჩაკეტვას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, ამიტომ უკვე ემზადებიან პროტესტისთვის. მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვები 10 აპრილს გაიშლება.