დღეიდან, 8 აპრილიდან, საქართველოში მუშაობას კინოთეატრები განაახლებენ.
მთავრობამ კინოთეატრებსა და თეატრებს გახსნის უფლება პირველი აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მისცა. რეგულაციების დაცვით წარმოდგენებს უკვე მაყურებლებიც დაესწრებიან.
მიუხედავად შეზღუდვების რამდენიმეეტაპად შემსუბუქებისა ძალაში რჩება კომენდანტის საათი - ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია.