აფგან მუხთარლის გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის გენერალურ პროკურატურაში დღეს, 8 აპრილს გამოკითხავენ. ის ჩვენების მისაცემად საქართველოში საგანგებოდ, გუშინ დაბრუნდა. 

მუხთარლი აქამდე მხოლოდ დისტანციურადაა გამოკითხული. იგი მზად არის საგამოძიებო ექსპერიმენტშიც  მიიღოს მონაწილეობა გატაცების სრული სურათის აღსადგენად. 

მუხთარლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვთ, რადგან 4 წლის მანძილზე გამოძიებას არანაირი ხელშესახები გარემოება გამოვლენილი არ აქვს.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის. თუმცა 4 წელია ქართულმა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა გამომძიებელი ჟურნალისტის თავხედური მოტაცების შესახებ. მუხთარლის რამდენიმე თვის წინ საქართველოში შემოსვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი