ამ საქმეში საქართველოს მთავრობაა გარეული, თბილისიდან კრიმპოლმა გამიტაცა - მუხთარლი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ამბობს, რომ საქართველოში ჩვენების მისაცემად და იმ ადგილის საჩვენებლად ჩამოვიდა, საიდანაც ის გაიტაცეს.

მისივე თქმით, ის პროკურატურისგან არანაირ წინსვლას არ ელოდება, ვინაიდან საქმეში საქართველოს მთავრობაა ჩარეული. კერძოდ, როგორც მუხთარლი ამბობს, მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო მაშინდელი პრემიერმინისტრ, გიორგი კვირიკაშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის

"არანაირ წინსვლას არ ველოდები პროკურატურის მხრიდან, რადგან ამ საქმეში საქართველოს მთავრობაა გარეული. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო დეპარტამენტიც.

თბილისიდან საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა. ამ ყველაფრის შემდეგ მოლოდინი არ მაქვს, რომ პროკურატურა რამეს იზამს, ველოდები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას",-თქვა მან.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის. თუმცა 4 წელია ქართულმა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა გამომძიებელი ჟურნალისტის თავხედური მოტაცების შესახებ. მუხთარლის რამდენიმე თვის წინ საქართველოში შემოსვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი