უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 55 შემთხვევა დააფიქსირა, ლუგანსკში კი კიდევ 2. ამის შესახებ მისიის 7 აპრილის მოხსენებაშია ნათქვამი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ოლქებში დაუდგენელი წარმოშობის აფეთქებები ფიქსირდება. SMM აგრძელებს ადგილზე მონიტორინგს, მათ შორის 4 გამშვებ პუნქტზე, შეარაღებული ფორმირების 3 საგუშაგოზე.