უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი დონბასში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი დონბასში ჩავიდა. ის ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს ეწვევა, სადაც ბოლო პერიოდში სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სადაც დაბომბვის შედეგად უკრაინის ჯარისკაცები დაშავდნენ და დაიღუპნენ.

ვლადიმერ ზელენსკი დონბასში ბძოლის წინა ხაზზე სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, პრეზიდნეტთან ერთად რეგიონში უშიშროების საბჭოს წევრებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსი სეპარატისტების მიერ სროლებს ბოლკო კვირის განმავლობაში 11 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. 

უკრაინა ომის ზღვარზეა - რუსეთის არმიის მობილიზება ქვეყნის საზღვრებთან ადგილზე ვითარების უკიდურესი გამწვავების მიზეზი ხდება. უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 55 შემთხვევა დააფიქსირა, ლუგანსკში კი კიდევ 2. ამის შესახებ მისიის 7 აპრილის მოხსენებაშია ნათქვამი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი