მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმების სასამართლო დაიწყო - პროკურატურა გირაოს ითხოვს

გამოქვეყნდა:

ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმეზე, ბრალდებული ექიმების სასამართო პროცესი ამ წუთებში მიმდიანრეობს. პროცესი სრულად დისტანციურად იმართება.

პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონიძისების სახით თითოეული ბრალდებულისთვის 5 000-5 000 ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე.

მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ სამ პირს, ახალციხის კლინიკის ექიმებს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

28 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი