კითხვები არ დაუსვამთ, არ იყო თარჯიმანი აზერბაიჯანულიდან რომ ეთარგმნა - მუხთარლი POG-ზე

გამოქვეყნდა:

პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გამოკითხვა ტექნიკური მიზეზით შეწყდა. კერძოდ, როგორც მუხთარლიმ თქვა, დაკითხვისას აზერბაიჯანელი თარჯიმანი არ იმყოფებოდა და მას თურქულის თარჯიმანი დაახვედრეს,

როგორც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა თქვა, პროკურატურაში გამოკითხვაზე ხვალ, 9 აპრილს მივა.

"კითხვები არ ყოფილა, არ იყო თარჯიმანი აზერბაიჯანულიდან ქართულად რომ ეთარგმნა, ამიტომ კითხვები არ დაუსვამთ. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, ამიტომ მასზე უარი ვთქვი. საათნახევრის შემდეგ მეორე თარჯიმანი მოვიდა. ვილაპარაკეთ, აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანული არც მან იცოდა, 4 საათი უბრალოდ ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან, კანონი ითხოვს, რომ იყოს თარჯიმანი. ვფიქრობ, საქართველოში აზერბაიჯანულიდან ბევრი მთარგმნელი უნდა იყოს, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ველი ხვალინდელ სხდომას, ვნახოთ რა იქნება",- თქვა მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის. თუმცა 4 წელია ქართულმა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა გამომძიებელი ჟურნალისტის თავხედური მოტაცების შესახებ. მუხთარლის რამდენიმე თვის წინ საქართველოში შემოსვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. 

    მთავარი 21:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი