მუხთარლის საქმეზე პროკურატურა საგამოძიებო ექსპერიმენტზე თანახმაა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის გამოძიების ფარგლებში, სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, ისინი ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ჟურნალისტების კითხვაზე, გამოთქვა თუ არა მზაობა საგამოძიებო უწყებამ ექსპერიმენტის ჩატარების საკითხზე, ადვოკატი პასუხობს:

„კი, სავარაუდო თარიღი ჯერ არაა ცნობილი, ეს უნდა მოხდეს გამოკითხვის შემდეგ", - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

აფგან მუხთარლი კი დღეს პროკურატურამ ვერ გამოკითხა. უწყებამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თარჯიმანი ვერ დაახვედრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი