გახარია გორის ეპარქიაში - ყოფილი პრემიერი რეგიონების შემოვლას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

​გიორგი გახარიას კიდევ ერთი მოულოდნელი ვიზიტი. ყოფილი პრემიერი, რომელიც პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს, გორის ეპარქიაში გამოჩნდა.

გიორგი გახარია მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას რეზიდენციაში ესტუმრა. მასთან ერთად იყვნენ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები და უახლოესი გარემოცვის წევრები კოტე ანანიაშვილი, კახა საბანაძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ვიზიტს არავინ უარყოფს, თუმცა რაზე ისაუბრეს მიტროპოლიტმა, რომელიც პატრიარქობის ერთ-ერთი პრეტენდენტია და მთავრობის ყოფილმა მეთაურმა - უცნობია. 

ეპარქიაში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი მეუფე ანდრიამ "ფინჯან ყავაზე მიიპატიჟა", შეხვედრა იყო მეგობრული და გახარია თავის თანამოაზრეებთან ერთად, რეგიონში ტაძრის მოსალოცად იყო ჩასული, თუმცა არაოფიციალურად, გიორგი გახარია არამხოლოდ ფინჯან ყავაზე, მეუფე ანდრიამ ვახშამზეც მიიწვია და ის იქ იმაზე გაცილებით დიდხანს დარჩა, ვიდრე გათვალისწინებული იყო. 

გახარიას ვოიაჟს გორში ოპოზიციაში ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ მიზნებს და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ.

"მთავარი" კოტე ანანიაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გორში "მეუფე მოინახულეს", რა შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ანანიაშვილი გახარიას გეგმებზე არ საუბრობს. ანანიაშვილი ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ გახარია მას გორის მერობის კანდიდატად განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი