9 აპრილის აქცია - “უცნობი” გვეგონა “ოცნება” გამოდგა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდული პარლამენტი, ბაღების გაერთიანება, სსიპები და აიპები, პედაგოგები - ქართული ოცნება უცნობისთვის ხალხს კრებს.

მიზანი 9 აპრილის მდუმარე აქციაზე მასშტაბური პროტესტია, რომ გამოჩნდეს ძალა, თითქოს ოპოზიციის მოწინააღმდეგე ბევრია.

მთავარ არხის ინფორმაციით, მობილიზებაა ჭიათურაში "საქნახშირისა" და გურჯაანში "გრუზვინპრომის"  თანამშრომლების წამოსაყვანად. სსიპებსა და აიპებში რომ დიდი მზადებაა, ამას ბათუმშიც ადასტურებენ. როგორც ჩანს უცნობის ხვალინდელი აქციისთვის ოცნებას ხალხი საგანგებოდ რეგიონებიდანაც ჩამოჰყავს. ნაწილი მთავარი არხის კამერას ემალება, თუმცა ნაწილი ღიად ამბობს, რომ მათი ხვალინდელი მარშრუტი ევროპის მოედანზე იწყება.

ინფორმაციით, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ირკვევა, რომ უცნობი თანამოაზრეებთან ერთად მდუმარე შეკრებას პირველ საათზე დაიწყებს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა მოეწყობა. აქ კი საფრთხე დაპირისპირების დიდია. პარლამენტთან 31 ოქტომბრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაფუძნების იდეის ავტორი გია გაჩეჩილაძე კი როგორც ჩანს დიდ პოლიტიკურ თამაშში თავის როლს ირგებს -  უცნობი ირწმუნება, რომ საქართველოს უბედურებით დაიღალა, პოლიტიკურ კრიზისში მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს და ხალხი ქუჩაში გამოჰყავს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი