"ადრენალინი კუნთზე გავუკეთე მაშინვე“ - „არაფერი არ გამიკეთებია" - 1 დღეში შეცვლილი ჩვენებები

გამოქვეყნდა:

„ადრენალინი მეგის კუნთზე გავუკეთე მაშინვე“ - „არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ“ - ვიოლეტა ინასარიძე, კლინიკა „იმედის“ ექიმი გამომძიებლებს ერთდღიან შუალედში განსხვავაბულ ვერსიებს უყვება.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ჩვენებებით ირკვევა, რომ 27 წლის ექიმს ადრენალინი დროულად არ გაუკეთეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

„მეგონა რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაც მინახია, ძალიან ბევრი. ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციური იყო, ემოციური ბავშვი იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია"

გამომძიებელი: გაუკეთეთ თუ არა ადრენალინი

ვიოლეტა ინასარიძე: "არა, არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებლი“

გამოძიება ვიოლეტა ინსარიძეს და მის კოლეგებს, თეა გზირიშვილს და ბექა ლიპარტელიანს ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. მათ საქალაქო სასამართლომ 3-3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოძიება ამტკიცებს,რომ პასუხისმგებლობის არიდების და კოლეგიალურობის მოტივით, სამივე მოწმემ იცრუა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების საჭიროებას ხედავს და ღიად აცხადებს, რომ შეცვლილი ჩვენებები საქმეზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა.

მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ჩვენებების შეცვლა სამივე პირს საავადმყოფოს იმიჯისა და იმუნიზაციის პროცესის გადასარჩენად შეაცვლევინეს.

ოჯახის ინტერესების დამცველები საგამოძიებო ექსპერიმენტის დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი