75 მილიონიანი სანქცია - "ოცნება" მიღებულ კანონს ვენეციის კომისიაში გზავნის

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტის მიერ, უკვე სამი მოსმენით მიღებული კანონი რევიზიისთვის ვენეციის კომისიას დღეს გადაეგზავნება.

ეს მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ოცნებას პირდაპირ უთხრა რომ თუ მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე კითხვის ნიშნები არ მოიხსნება, ევროპიდან ფინანსური დახმარების საკითხი გადაიხედება.

საპასუხო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღის მეორე ნახევარში გაავრცელა.

ევროკავშირის სახელით განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ გაავრცელა. მასში წერია რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე იქნება დამოკიდებული, ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფა. ეს კი ქვეყანაში სხვადასხვა პროგრამებისთვის 75 მილიონი ევროს დახმარების გეგმაა:

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა ასევე არის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა საქართველოსთვის - წერია განცხადებაში

ოპოზიციას ევროკავშირისგან ეს გზავნილი არ გაკვირვებია და ამ გაფრთხილებამ მათ 2017 წელს მოლდოვა - ევროკავშირის შორის განვითარებული პროცესები გაახსენა. 

ეკა ბესელია, რომლის ოცნებიდან წამოსვლა სწორედ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უკავშირდება, ამბობს რომ ევროკავშირის ეს გაფრთხილება უკვე ნიშნავს იმას რომ ქვეყნისთვის სანქციების დაწესება გარდაუვალი იქნება. 

ქართულმა ოცნებამ  "საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები 1 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ნაწილობრივ შეცვალა. ევროკავშირმა კი ოცნებას ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დაუწუნა და თქვა რომ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან თანხვედრაში არ არის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი