პრემიერის განცხადება მორიგი წუწაობაა - შალვა ნათელაშვილი მთავრობას აფრთხილებს 

გამოქვეყნდა:

ის, რაც პრემიერმა განაცხადა, არის მორიგი წუწაობა და ბლეფი - "ლეობორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა პანდემიით ისარგებლა. 

როგორც ის აცხადებს, კოვიდინფექციის აფეთქების პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ ზედმეტად მკაცრი ზომები მიიღო და მან სამი მილიარდი ამერიკული დოლარი კრედიტად აიღო, რაც საბოლოოდ მოქალაქეების გადასახდელი ვალია. 

მისი აზრით, პრემიერის დღევანდელი განცხადება, რომელიც სამშენებლო ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს, ერთადერთ მიზეზს ემსახურება. პირველი ლეიბორისტი დარწმუნებულია, რომ ამით პრემიერმა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს გაუხსნა შემოსავლის წყარო, რომელიც აღნიშნულ ბიზნესში აქტიურად არიან ჩართულნი. 

 სამშენებლო ბიზნესი აქვს მამაცაშვილებს, ივანიშვილს, კალაძეებს, წულაიებსა და ოდიშარიებს... ვაფრთხილებ ე.წ. მთავრობას, სანამ ხალხი დაიწყებს მასობრივ გამოსვლებს, უკან წაიღეთ საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, აღადგინეთ ეკონომიკა, ბიზნესი, ხალხი დააბრუნეთ სამუშაო ადგილებზე, მიეცით საშუალება თვითონ გადაირჩინონ თავი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დაცვით. 

შემიძლია, ახლავე დავპირდე ბიძინა ივანიშვილს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რაც მოხდება რამდენიმე თვეში, მისგან მოპარული მილიარდებისგან შეიქმნება დახმარების ფონდი და ყველას, ვისაც შეექმნა პრობლემები მთავრობის გულქვაობით, სრულად აუნაზღაურდება ზიანი, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი