საჯარო მოხელეები და "კაი ბიჭები" - კასპში "უცნობის" აქციისთვის მობილიზაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

"საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე" - გია გაჩეჩილაძის [უცნობი] აქციისთვის, მუნიციპალიტეტებიდან ხალხის მობილიზაცია დაიწყეს. კასპის ცენტრში 10-მდე მიკროავტობუსი დგას, რომლითაც საჯარო მოხელეები, ე.წ. კაი ბიჭები, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლები "უცნობის" აქციაზე უნდა ჩამოიყვანონ.

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაცია საჯარო მოხელეების შეკრების ადგილს ასაიდუმლოებდა, თუმცა "მთავარი არხი" კასპში იმ პირებს ესაუბრა, ვინც უცნობის აქციაზე დასასწრებად მოჰყავთ. ნაწილი ფაქტს აღიარებს, ნაწილი კი ამბობს, რომ თბილისში პატრიარქის მხარდასაჭერად მიდის.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხალხის მობილიზაციას მმართველი გუნდი ახდეს.

"სამწუხარო ის ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს ვინმე ჯაბანას და უცნობს, რომ უკავშირებენ. მობილიზზებულად მიჰყავთ ეს ადამიანები მუნიციპალიტეტიდან, რა თქმა უნდა, ამას ერთი ხელწერა აქვს დაერთი რგანიზატორი ჰყავს. ესაა "ქართული ოცნება". ეს ადამიანები, რომელიც ნებით თუ უნებლიედ მონაწილეობენ საქართველოს მომავლის ძირის გამოთხრაში, დღესაც იღებენ ამ ე.წ. უცნობის აქციაში მონაწილეობას. ჯობს, რომ პირდაპირ თქვან, რომ ქართული ოცნების აქციაზე მიდიან, ვიდრე, ვიღაც უცნობისა და ჯაბანას", - ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კასპში ნუგზარ ნონიაშვილი. 

უცნობის მდუმარე აქცია, დღეს 13:00 საათზე ევროპის მოედანზე უნდა გაიმართოს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი