"ეს არის დღე, როდესაც აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა. ესაა დღე, რომელიც არის სიმბოლო ეროვნული ერთობის, ეროვნული თანხმობის, ერთიანობის და როდესაც ერთად ვდგავართ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ ჯერ კიდევ გრძელდება, იმიტომ, რომ რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. დღეს საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, ისევ გახლეჩილია ერი, ისევ გახლეჩილია საზოგადოება. ეს დღე უნდა იყოს სიმბოლო, როდესაც ყველა ერთად ვართ, ერთად დავდგებით და მაქსიმალურად უნდა დავუახლოოთ ერთმანეთს პოზიციები"
ამბობს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, 9 აპრილის მემორიალთან.