სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა არ მივიღებდით პოზნერის ვიზიტს, არც გავრილოვს მივუშვებდით თავმჯდომარის სავარძელთან - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს", - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებას, რომ სიფრთხილე გამოეჩინა, "არ მივიღებდით პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვასა და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან".

მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში", - თქვა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია კოპმრომისები:

"უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები.  ამ საკითხიებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებელობას ქვეყნის მიმართ", - თქვა მან.

პრეზიდენტი ასევე ეგნურის ხიდზე მომხდარ ტრაგედიასა და ოკუპაციას შეეხო. მისი თქმით, ოკუპაცია არ უნდა იყოს სპეკულირების თემა და არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი