
გუშინ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ცივი იარაღით შეჭრილი პირის დაკავების შესახებ შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შსს-ს ამ შეკითხვას არ პასუხობს. თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, ის გუშინვე დაიჭირეს და მალევე გაათავისუფლეს.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი ამბობს, რომ მუქარას ადგილი არ ჰქონია და ეს სიმთვრალეში ჩადენილი გაუაზრებელი ქმედება იყო.
"ჯერჯერობით უცნობია ვინაობა და მიზეზი. წაიყვანეს განყოფილებაში იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დადგინდეს. თვითონ იმდენად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო უმისამართოდ იგინებოდა, გაურკვეველი იყო მიზეზი რატომ აკეთებდა. არაფერს არ ითხოვდა, არავის არ ემუქრებოდა, ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ ჰქონდა. ეს იყო გაუაზრებელი სიმთვრალის გამო ჩადენილი ქმედება", - ამბობს მამა იოანე გორელიშვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა.
ამავე თემაზე:
ავტორი: თეა ვაშალომიძე.