
"მთავარ არხს" მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს სავარაუდოდ ის პირი, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, ეპარქიაში შეჭრამდე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ქუჩაში, მოქალაქეს დაესხა თავს.
წყარო, რომელმაც ვიდეო გადაიღო, ყვება, რომ მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან ახლოს გადაადგილდებოდა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, მას მოულოდნელად სილა გააწნა. დაზარალებული თავდამსხმელს გაეკიდა და ვიდეოს გადაღება დაიწყო, რა დროსაც თავდამსხმელი ცივი იარაღის ამოღებას შეეცადა, დაზარალებულმა კი ვიდეოს გადაღება შეწყვიტა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
ამავე თემაზე: