უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას - თალაკვაძე გიორგი ვაშაძეზე

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს გამბედაობისკენ მოუწოდებს და მის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. სადაც ვაშაძე ამბობს, რომ მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი

გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის" ამბობს თალაკვაძე ოპოზიციასთან შეთანხმების შესაძლებლობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს „გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას“. თალაკვაძე ისევ "ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციაზე საუბრობს:

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრინციპულად მზად ვართ, ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ბოლო დიალოგში ჰქონდათ. მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელია შედგეს ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან. მე მხოლოდ ვმსჯელობ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მათ საჯაროდ გააკეთეს ბოლო დღეების განმავლობაში. ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი უბრუნდება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ პრინციპულ განცხადებას, სადაც ვთქვით, რომ თუ ოპოზიცია მზად არის გადადგას ნაბიჯი და დაეთანხმოს ამ პირობებს, „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებისთვის. ამ კონტექსტში გიორგი ვაშაძის განცხადება მისასალმებელია" ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლაც შეაფასა და მოუწონა:

​„მან სწორი აქცენტები გააკეთა, როცა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკურმა პარტიებმა პროცესში მიიღონ მონაწილეობა - ამბობს თალაკვაძე

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი