ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი უბრუნდება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ პრინციპულ განცხადებას - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრინციპულად მზად ვართ, ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ბოლო დიალოგში ჰქონდათ. მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელია შედგეს ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან. მე მხოლოდ ვმსჯელობ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მათ საჯაროდ გააკეთეს ბოლო დღეების განმავლობაში. ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი უბრუნდება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ პრინციპულ განცხადებას, სადაც ვთქვით, რომ თუ ოპოზიცია მზად არის გადადგას ნაბიჯი და დაეთანხმოს ამ პირობებს, „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებისთვის. ამ კონტექსტში გიორგი ვაშაძის განცხადება მისასალმებელია"

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან შეთანხმების შესაძლებლობაზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი