კორონავირუსი "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს დაუდასტურდა. იგი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას", - წერს ვაკის მაჟორიტარი.
ტურძელაძემდე კორონავირუსი, "ქართული ოცნების" ორ დეპუტატს ირაკლი მეძმარიაშვილსა და ირაკლი ზარქუას დაუდასტურდა. გარდა ამისა, ინფიცირებულები არიან, ბექა დავითულიანი და მაია მენაღარიშვილი, ასევე ფრაქციის მდივანი მამუკა მდინარაძე.
დეპუტატების გარდა ინფიცირებულია პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.