მდინარაძის გარდა კორონავირუსი "ოცნების" კიდევ 2 დეპუტატს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" კიდევ ორ დეპუტატს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილის კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულია ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეც. 

"ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა", - დაწერა მდინარაძემ Facebook-ზე.

დეპუტატების გარდა ინფიცირებულია პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი