"არ ვიცი რას საუბრობს ეს ადამიანი" - ვაშაძის პასუხი თალაკვაძეს

გამოქვეყნდა:

"ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება და ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პერსპექტივასა და მედიაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესაც პასუხობს. მისივე თქმით, არ იცის რას ამბობს, თალაკვაძე, მაგრამ მას საუბრის ნაცვლად შეთანხმებას ურჩევს.

"მათ მოვუწოდებ, რომ იყვნენ უფრო კომპრომისულები და რეალურად აღიქვან სიტუაცია. სადაც ობიექტურობა იქნება, მე ყოველთვის მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ შევეცდები, ყველა ოპოზიციური პარტია დავითანხმო, ჩემი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებაზე. არ ვიცი, რას საუბრობს ეს ადამიანი, მაგრამ სჯობს, ზედმეტ ლაპარაკს, დავსხდეთ და რეალურად შევთანხმდეთ. ამ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე საკითხი, მათ უნდათ, რომ ამოაგდონ ამ დოკუმენტიდან საკითხების ნაწილი. ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება და ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მთავარი კრიზისის დროულად დასრულებაა და ამაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ "ოცნებას" ეკისრება.

დღეს, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვაშაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ  მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტითალაკვაძემ ვაშაძეს მეტი გაბედულობისკენ მოუწოდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი