
ოპოზიციას აქვს სპეკულაციის სურვილი - ასე პასუხობს მმართველი გუნდი ოპოზიციას, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, ხელისუფლება ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და პირიქით, ოპოზიცია ცდილობს შეთანხმების ჩაშლას.
ოპოზიცია მოწოდებულია, რომ ეს შეთანხმება არ შედგეს, რომ არ დავასრულოთ დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებები. ჩატარდება არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში.
შეთანხმების ტექსტი საზოგადოებისთვის არის ცნობილი, იმდენად მკაფიოა, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ვასრულებთ იმ შეთანხმებას, რომელიც გვაქვს ნაკისრი, - ამბობს იონათამიშვილი.
დღეს ოპოზიციამ, როგორც საპარლამენტომ, ისე არასაპარლამენტომ, ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ დაუყოვნებლივ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. შეთანხმების მიხედვით, ოპოზიცია ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებით ძალაში შევიდეს ახალი საარჩევნო სისტემა.