გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის სამომავლო გეგმებზე არაფერი იცის და მასთან შეხვედრის დროს სუბარი გიორგი გახარიას გორის მერობის კანდიდატებზე არ ყოფილა.
"პოლიტიკაზე საუბარი მემგონი საქართველოში არის ყველაზე პოპულარული თემა, თუ ქვეყნის მდგომარეობაზე ყოფილ პირველ პირს დავუსვი კითხვები, მემგონი, სრულიად ბუნებრივია. [ვის დასახელებად აპირებს გორის მერობის კანდიდატად] ეს არის საკითხი, რომელიც სრულებით მე არ მეხება, არ ვიცი ბატონი გიორგი რას გადაწყვეტს, ესეც არ ვიცი, რომ დაასახელოს ამას ხომ სჭირდება რაღაც საფუძველი და პროცედურები, ჩემთვის არც მოუყოლია და მით უმეტეს მე არც მიკითხავს", - თქვა მეუფე ანდრიამ.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი პრემიერის გორში ვიზიტი მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება. ისინი ფიქრობენ, რომ გახარია პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს და თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამავე თემაზე: