
ენგურის ხიდიდან ოკუპირებულ გალში, საკუთარ სახლში, მდინარე ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი გადაასვენეს.
ჯონი გვალიასა და მაყვალა დარსანიას ცხედრებს ენგურს გაღმა ნათესავები დახვდნენ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ის ტრაგედია რაც ენგურის ხეობაში დატრიალდა, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია, რომელიც მათივე თქმით, ენგურის ცენტრალური ხიდის გასახსნელად არაფერს აკეთებს და ამით იქ მცხოვრებ მოქალაქეებს იძულებულს ხდის, რუსეთზე დამოკიდებული იყვნენ.

ავტორი: ემა გოგოხია