"ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ საღამოს, როდესაც კობახიძის გადადგომა მოითხოვებოდა იმ აქციაზე, კობახიძე რომ გადამდგარიყო მთელი სისხლისღვრა დაგვჭირდა. ჯერ დაგვთხარეს თვალები და შემდეგ დილას გადადგა კობახიძე", - ასეთ კომენტარს აკეთებს, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი წევრი, ზუკა ბერძენიშვილი, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, სადაც 2019 წლის 20 ივნისის ღამის მოვლენებია აღწერილი.
აქტივისტების თქმით 20 ივნისის ღამე "იყო საკუთარ საზოგადოებასთან კონფრონტაციაზე წასული ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიება".
ცნობისთვის, დღეს ცენტრმა "ემპათია" 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე შემაჯამებელ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - რა დაზიანებები მიიღეს მშვიდობიანმა მოქალაქეებმა, რამდენად რთული იყო დოკუმენტაციის მოპოვება უწყებებიდან, შიდა სახელმწიფოებრივი დარღვევები და შეუსაბამობები საერთაშორისო სტანდარტებთან.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი საოკუპაციო აქცია "რეზინის სხვადასხვა ზომის ტყვიებით" "წიწაკისა" და ცრემლმდენი გაზის, წყლის ჭავლის, სპეციალური ხელბორკილების, პოლიციური ხელკეტების გამოყენებით დაარბია.
ამავე თემაზე: