ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოს ყველა პოლიტიკური პარტია - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებზე საუბრით დაიწყო და წუხილი გამოთქვა, რომ ბევრი მათგანი ღონისძიებაზე არ მივიდა. პრეზიდენტის აზრით, ეს მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლები არ არიან.

"ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტის სასახლეში ამდენი ცარიელი სკამია, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ პარტიების ნაწილი თუნდაც ნახევარი საათის წინ მოდიოდა, მაგრამ ბოლო წუთას ისეთი რაღაც მოხდა, რაც მიუთითებს, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოს ყველა პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში", - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და მედიაციის პროცესსაც შეეხო.

"მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები - პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები ამაში და ნათქვამიც მაქვს უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს ის დრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება საკუთარი პოლიტიკური პროცესების მედიატორი. არ უნდა ვიყოთ მუდმივად, ჩვენ უცხოელ პარტნიორებზე მიბმული, მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც ცარიელი სკამებია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი