უცნობის აქციაზე, საჯარო მოხელეების, პედაგოგების, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლების გარდა "კაი ბიჭებიც" იყვნენ - ერთ-ერთმა მათგანმა "მთავარს" უთხრა, რომ "უცნობის აქცია იქნება თუ ნაცნობის, ყველა მივდივართ იქ კაი ბიჭები", როგორც ირკვევა, ის ე.წ. კანონიერი ქურდის პაატა ჩხარტიშვილის იგივე "პრინცის" ძმაა.
ცნობისთვის, დღეს 13:00 საათიდან გია გაჩეჩილაძე [უცნობი] მდუმარე აქცია "საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს" გამართა.
აქციაზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, პედაგოგები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებული ადამიანები. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის მიმართ, არ იცავდნენ სოციალური დისტანცირების წესებსა და სხვა კოვიდრეგულაციებს.
თავად უცნობი ამბობდა, რომ აქცია აპოლიტიკური და პატრიარქის მხარდასაჭერია, თუმცა, აქციაზე ოპოზიციას აკრიტიკებდა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
უცნობმა და მისმა თანამოაზრეებმა საპატრიარქოსგან დღეს მადლობაც დაიმსახურეს.