"მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები - პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები ამაში და ნათქვამიც მაქვს უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს ის დრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება საკუთარი პოლიტიკური პროცესების მედიატორი. არ უნდა ვიყოთ მუდმივად, ჩვენ უცხოელ პარტნიორებზე მიბმული, მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც ცარიელი სკამებია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში.