დავით ბაქრაძე, რომელმაც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობასთან ერთად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო, წერს, რომ პოლიტიკურ პაუზას იღებს და ამ ეტაპზე არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს.
"ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!"
დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველო" დატოვა. დღეს პარტიის ყრილობა იმართება, სადაც ახალ თავმჯოდმარეს აირჩევენ.